გადმოცემის მიხედვით, გრაფ ორლოვის უკანონო ქალიშვილი აღსაზრდელად სოლოვიოვების ოჯახს მიაბარეს. მომხიბვლელი გოგონა პოლონეთის აჯანყების მონაწილისა და შემდგომ კოსტრომაში გადასახლებული ფლორენსკის შთამომავალმა შეირთო ცოლად. წყვილი მალე თბილისში გამოემგზავრა საცხოვრებლად. აქედან იწყება ფლორენსკების პოლონური წარმომავლობის გვარის ისტორია საქართველოში... პირველი ჩვენთვის ცნობილი საქართველოში მცხოვრები ამ გვარის წარმომადგენელი ალექსანდრე ივანეს ძე ფლორენსკია (1850-1908) – პროფესიით საგზაო ინჟინერი – გზებისა და ხიდების მშენებელი. მისი მეუღლე ოლღა (სალომე) საფაროვა (1859-1951) განათლებული ოჯახის შვილი იყო, ყარაბაღიდან სიღნაღში გადმოსახლებულ დიდგვაროვან სომეხთა ძველი საგვარეულოდან. ახალშექმნილი ოჯახი 1880-იან წლებში ცხოვრობდა ბათუმში, სადაც ალექსანდრე ფლორენსკი ბათუმი- ახალციხის გზის მშენებლობას ხელმძღვანლობდა. ამ გზას დღესაც ვიყენებთ, ხოლო აჭარის წყალზე ბოლო დრომდე შემონახულა მისი აშენებული ფოლადის ფუნდამენტური ხიდი. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახი თბილისში გადასულა.
Német-magyar kétnyelvű kiadás.
Online ár:
990 Ft